”სააკაშვილი გაცხარდა და სულ წიხლებით სცემა ვანო მერაბიშვილი” – ლაშა ამირეჯიბი 7 ნოემბერს იხსენებს

November 29, 22:59
0
1996

ლაშა ამირეჯიბმა “სპლიტთან” საუბარში 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე ისაუბრა:  

“ჩემთვის ერთი ნაგავია მიშა სააკაშვილი თუ ვანო მერაბიშვილი. ორივე ქართველების სისხლში ცურავენ და ჩემი ქვეყნისთვის ბოროტების და უბედურების მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

მე, ნამდვილად ვერ და არ გამოვდგები ვანო მერაბიშვილის ადვოკატად, მაგრამ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც მაშინდელმა შ.ს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ერთერთმა მოადგილემ მომიყვა, რომლის გვარსახელსაც არ დავასახელებ…

დღეს, სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლის ნაწყვეტებს ვუსმინე, სადაც სააკაშვილმა შვიდი ნოემბრის აქციის დარბევა ვანო მერაბიშვილს გადააბრალა. მართალია სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი მართავდა დარბევის პროცესს, მაგრამ დარბევის ოპერეცია სააკაშვილის გარეშე არ დაგეგმილა. იგი თავიდან ფეხებამდე ჩართული იყო პროცესებში.

გეგმა ამგვარად გამოიყურებოდა. სადღაც პესკებზე შ.ს.ს-ოს სპეცდანიშნულების რამზმებს ალყაში უნდა მოექციათ მომიტინგეები და საშინლად უნდა დაელეწად და აგრეთვე დაეპატიმრებინათ. რაც საბედნიეროდ ვერ მოახერხეს ძალოვნებმა… მომიტინგეები ავლაბრისკენ დაიძრნენ და სამებისკენ მიაშურეს. ამგვარად მიშა სააკაშვილის გეგმა ჩავარდა.

დარბევის პროცესს სააკაშვილი და მისი სისხლიანი ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანი შავნაბადაზე დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. იქვე გახლდათ ვანო მერაბიშილი თავის მოადგილეებთან ერთად. მომიტინგეების ალყაში ვერ მოქცევის გამო სააკაშვილი გაცხარდა და საშინლად სცემა ეს ჩვენი ქვეყნის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი. სულ წიხლებით სცემდა და უყვიროდა რატომ ვერ მოაქციეს ალყაში და როგორ გაექცათ ხალხი ავლაბრის აღმართით. ამასობაში, ვანოს უნდოდა აეხსნა რომ რობოკოპები ძალძედ გადაიღალნენ და ვერ მოასწრეს ალყის დროზე შეყვრა, მაგრამ ვინ მოუსმინა ვანიკოს..სააკაშვილმა მთელი მაშინდელი ხელისუფლების ბოსების თანდასწრებითმ სულ  ცემა-ცემით გააგდო მერაბიშვილი შავნაბადის თავშესაფარიდან!!!

რატომ ვახსენე თავშესაფარი..როცა ქალაქში აქციები იწყებოდა და ვითარება იძაბებოდა სააკაშვილი შავნავადას თავს აფარებდა და თვეობით იქ ცხოვრობდა.. შავნაბადაზე კი როგორც მოგეხსენებათ სააკაშვილის პირადი ჯარი იდგა, რომელსაც არეულობის შემთხვევაში სააკაშვილის დაცვა, გადაადგილება და მოვლა ევალებოდა.

და ბოლოს როგორ წარმოგიდგენიათ მშიშარა და ლაჩარი სააკაშვილი გარანტიების გარეშე ჩამოვიდოდა საქართველოში და თავს დააჭერინებდა დღევანდელ ხელისუფლებას? რა თქმა უნდა არა..მას ათასპროცენტიანი გარანტია ეჭირა ხელში, რომ იგი რამოდენიმე დღეში დატოვებდა მისი სახელობის გლდანის დაწესებულებას, მაგრამ ამაოდ…”

Cesko