ირაკლი ჩარკვიანის ბავშვობის მეგობარი ყოფილა თურმე, ღმერთო გადმოგვხედე – ბაკურ ბაკურაძე სააკაშვილზე

November 29, 21:58
0
1390

„ირაკლი ჩარკვიანის ბავშვობის მეგობარი ყოფილა თურმე, ღმერთო გადმოგვხედე“ -პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

შეგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას გულისტკივილი გამოთქვა, რომ არ მიეცა შესაძლებლომა მისი საუკეთესო მასწავლებელი, გელა ჩარკვიანი ენახა:

„ვერ მომეცა საშუალება მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და საუკეთესო მასწავლებელი. ისე მოკვდა. მისტიკაა რაღაცა, შეიძლება ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს მისი შვილი – ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო ასევე და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდება“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

Cesko