„აშშ-მ მოითხოვა, სააკაშვილს შეძლებოდა პროცესზე დასწრება“ – კელი დეგნანი

November 29, 14:12
0
164

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა:
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. აშშ-მ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა დასწრებოდა პროცესს, რაც მისი უფლება და გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ მას აქვს ამის სურვილი.

ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვა არის “მშვიდობიანი” და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში”.

Cesko