დალი კუკავა წალენჯიხელ ექიმებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი 90 წლის დედა გადაარჩინეს, რომელიც კოვიდით იყო ინფიცირებული.
,,წალენჯიხელებო, მიყვარხართ. მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო 90 წლის დედის გადარჩენისთვის, ასეთი სითბო და სიყვარულისთვის მან დაამარცხა კოვიდი თქვენი წყალობით და აგრძელებს ცხოვრებას. დაგლოცოთ ღმერთმა, ჩემო წალენჯიხელებო”, _ წერს ქალბატონი დალი და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც დედას წალენჯიხის კლინიკაში აცეკვებენ