ორსული მაკა ქაჩლიშვილი კოვიდით გარდაიცვალა – ახალშობილი ექიმებმა გადაარჩინეს

November 28, 18:47
0
1063

კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

35 წლამდე ასაკის მაკა ქაჩლიშვილს, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა.

კოვიდ- 19-ით ორსულის გარდაცვალების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა გურჯაანში.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მუნიციპალიტეტში, 30 წლის მშობიარე გარდაიცვალა. ინფიცირებული ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იმყოფებოდა. საკეისრო კვეთის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, დედის სიცოცხლის შენარჩუნება, ექიმებმა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ქალს ოთხი შვილი დარჩა.

არცერთი ორსული ვაქცინირებული არ იყო.

კორონავირუსით საქართველოში უკვე 19 ორსული გარდაიცვალა.

Cesko