”აშკარა დისკრიმინაციის სუნი უდის, ისეთის თანაც, ლომჯარიაც რომ ვერ გაექცევა თანხმობას შეფასებაში!”- დიმიტრი ლორთქიფანიძე

November 28, 16:28
0
409

პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

საქართველოს მთავრობა”ნიუ ჰოსპიტალსში”(კრწანისის 12) დავრეკე 2190190 – ნომერზე. იქვე, გვერდით ვცხოვრობ და ვიფიქრე ჩავალ, ანალიზს ავიღებ ანტისხეულების კვლევაზე თქო.. რა ჯდება მეთქი ვიკითხე და ასეთი პასუხი გამცეს, – ღირებულება შეადგენს 50 ლარსო, მაგრამ ანალიზი არ უტარდებათ მათ, ვისაც მხოლოდ გადატანილი აქვსო კორონა ვირუსიო.. გადატანილი თუ გაქვთო, აცრილიც უნდა იყოთო ან მხოლოდ აცრილიო, გადატანის გარეშეო!!!
რამე ახალი რეგულაციაა გამყრელიძესგან და არ ვიცით თუ თვითშემოქმედებას აქვს ადგილი და საბოტაჟს კახა ოქრიაშვილის კლინიკიდან, იქნებ გაერკვეთ და ჩვენც გაგვარკვიოთ, რადგან კოვიდ გადატანილებს , ვინც აღარ აცრილა გადატანის შემდგომ, უარს ეუბნებიან ლაბორატორიულ კვლევაზე, რომ ადამიანმა იცოდეს ,აქვს თუ არა და რა რაოდენობთ, ანტისხეულები სისხლში!
აშკარა დისკრიმინაციის სუნი უდის, ისეთის თანაც, ლომჯარიაც რომ ვერ გაექცევა თანხმობას შეფასებაში!

Cesko