ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში აჯობა – თამთა მეგრელიშვილი

November 28, 16:23
0
255

ჩემი და ელენე ხოშტარიას პოლიტიკური გემოვნების განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ მან მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში აჯობა”, – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, მან კონკრეტული მოთხოვნა დააყენა, მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, სრული შიმშილობის ფორმით იშიმშილა, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკური პროცესების მიმართ პრინციპულობასთან ერთად, თანმიმდევრული აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვისაგან განსხვავებით, ხელისუფლების სიტყვას ენდო და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების (სააკაშვილის გადაყვანის) პროცესის აღსრულებას არ დალოდებია, შიმშილობა ისე შეწყვიტა. როგორც ქალმა, როგორც დედამ, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა გაბედულობითა და პრინციპულობით ბევრ კაც დეპუტატსა და თავად მიხეილ სააკაშვილს აჯობა. „ჭირვეული ბავშვივით” ისტერიკაში ჩავარდნილი მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, მან თქვა და იშიმშილა, მან სააკაშვილის გადაყვანის პირობა მიიღო და შიმშილობა შეწყვიტა, შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროცესიც ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე მიდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი და მისი პოლიტიკური გემოვნების განსხვავებულობის მიუხედავად, ფაქტია, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ „აშლილობითი” პოლიტიკა მეტ-ნაკლებად დინამიკურ რელსებზე დააბრუნა. მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ნიკანორ მელია, ნიკა გვარამია და მისი გარემოცვა სასიკვდილოდ იმეტებს, ქალის, ელენე ხოშტარიას ქმედება ნამდვილად დასაფასებელია”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Cesko