“შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შვილო” – საფრანგეთში 13 წლის ნანუცა ბეგლარაშვილი გარდაიცვალა

November 27, 21:42
0
1362

საფრანგეთში 13 წლის ქართველი ბავშვი გარდაიცვალა.

პრაიმ ტაიმის ცნობით, ნანუცა ბეგლარაშვილი უკვე წელიწადზე მეტია ალვეოლარული რაბდომიო სარკომას ებრძოდა. მას ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, შემდეგ კი – საზღვარგარეთ.

მოზარდს ფულადი თანხით საზოგადოებაც დაეხმარა.

„ჩვენი ქართველი ბავშვი დაიღუპა ტულუზაში, ვინც ხართ ახლომახლო, პანაშვიდი ხვალიდან სამშაბათამდე იქნება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. სამშაბათს ორის ნახევარზეა დაკრძალვა. ნანუცა, როგორი მტკივნეული ხარ ანგელოზო“.

“ვიზიარებ ოჯახის ამ უმძიმეს ტრაგედიას, გაგვიფრინდა ნანუცა ანგელოზებთან. რამხელა იმედით და შემართებით ჩამოხვედი და ამ ბრძოლაში მაინც დამარცხდი ნანუცა. დასანანია, ეს ის შემთხვევაა, სადაც სიტყვები უძლურია.”

“უსამართლო სამყარო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შვილო, უფალს ებარებოდე,” – წერენ ფეისბუქში.

Cesko