ინტერნეტის კაბელს ვჭრით ?…ონლაინ კაზინოების აკრძალვა მის მიწისქვეშეთში გადატანას გამოიწვევს – სოსო ბერიკაშვილი

November 27, 18:38
0
272

აფასებს და აცხადებს, რომ მისი ამ ფორმით ამოქმედება პრობლემის მოგვარების ნაცვლად მის გამწვავებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის მეთაურმა ონალინ კაზინოებისთვის რეგულაციების გამკაცრება და ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა დაანონსა. ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ 25 წლამდე ასაკის ვეღარავინ შევა არსებულ ფიზიკურ კაზინოებსა და მათ შორის სლოტკლუბებში და ამის აღსრულებაზე კონტროლი მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული.

Bm.ge-თან საუბრისას ბერიკაშვილი განმარტავს, რომ ერთი მხრივ გაიზრდება უკონტროლო მოთამაშეების რიცხვი, მეორე მხრივ კი მათი დიდი ნაწილი უცხოური კომპანიების მომსახურებით ისარგებლებს, შედეგად კი სახელმწიფო ვერც მათ დაიცავს და ბიზნესსაც დააზარალებს.

„გასაგებია, რომ პრობლემაა მშობლებისთვის შვილები, რომლებიც თამაშობენ ონლაინკაზინოებში, მაგრამ აკრძალვა აქედან გამოსავალი არ არის, იმიტომ, რომ აკრძალვა აუცილებლად წარმოშობს ამ ყველაფრის მიწისქვეშეთში გადატანას და მივიღებთ იმას, რომ ამ ბავშვებს ურთიერთობა ექნებათ კრიმინალებთან და გაცოცხლდება ჩემი ბავშვობისდროინდელი სიტყვები „თავანის ჩაბარება“ და ა.შ. ძალიან მძიმე თემაა ეს და არ შეიძლება ესე პოპულისტურად ასეთ საკითხებთან თამაში.

მეორე აბსურდი არის ასაკობრივი ცენზის გაზრდა. 25 წლის ადამიანი რამხელაა წარმოუდგენია მაინც პრემიერს, რომელიც 31 წლის ასაკში უკვე პრემიერი იყო? ასევე ითქვა, რომ უცხოეთში მიედინება ეს ფულიო, ჯერ ერთი მხოლოდ ქართველები არ თამაშობენ. ფული არა მარტო მიედინება, არამედ შემოედინება კიდეც. მეორე, ჩვენ რომ აქ ონლაინკაზინოებს ავკრძალავთ ანუ რას ვკრძალავთ? ინტერნეტის კაბელს ვჭრით თუ ეს ჩვენი მოსახლეობა ვეღარ ითამაშებს უცხოურ საიტებზე? შესასრულებლადაც წარმოუდგენელია და ამიტომ არის პოპულიზმი.

ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ არის ტელევიზიებისთვის რეკლამას აკრძალვა ანუ მათ მოუსპობენ შემოსავლის წყაროს. სათამაშო ბიზნესი არ არის მხოლოდ ის, რაც ჩანს, უზარმაზარი ინდუსტრიებია უზარმაზარი დამსაქმებლებია და სხვადასხვა ინდუსტრიებს ავითარებენ. ამიტომ ამ ინდუსტრიაზე ასეთი დარტყმა არ მგონია რომ სწორი იყოს. შეიძლება კონტროლის მექანიზმების შემუშავება, მაგრამ არა ასეთი აბსურდული. ეს გარკვეულ გათვლებს უნდა ეფუძნებდოეს და არა ასე მთავრობაზე პრემიერის გამოსვლას და თქმას, რომ რომ ხალხი აგებს და მოდი ავკრძალოთ“ – მიიჩნევს ბერიკაშვილი.

წყარო : https://bm.ge/

Cesko