“ნუ მოვიქცევით წყალწაღებული რომ ხავსს ეკიდება ისე. ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინებს. იქ ყველა ერთია და მათი სახელია მურუსიძე და ივანიშვილი”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პოლიტიკოსი გიგი უგულავა. უგულავა ტვ “პირველზე” მოსამართლე ლია ორკოდაშვილზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება. მისი თქმით, მოსამართლის მხრიდან ტრაბახი იმაზე, რომ ციხეში მყოფ მსჯავრდებულს წინასწარი პატიმრობა მოუხსნა, სირცხვილია. ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს როცა ის იქ არაა.
პასუხად: მიხეილ სააკაშვილის (და სხვათა შორის ჩემი) სამკაციანი კოლეგიის ერთ ერთი წევრი მოსამართლის ლიანა ორკოდაშვილის გაფეტიშების შესახებ. თავს ნუ ვისულელებთ. ნუ მოვიქცევით წყალწაღებული რომ ხავსს ეკიდება ისე. ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინებს. იქ ყველა ერთია და მათი სახელია მურუსიძე და ივანიშვილი.
პ.პ.ს. მართლა დიდი სირცხვილია მოსამართლის მხრიდან ტრაბახი იმაზე, რომ ციხეში მყოფ მსჯავრდებულს წინასწარი პატიმრობა მოუხსნა. სტანდარტული პროცედურაა ეგ უკვე დიდი ხანია და არაფერი “საგმირო” იმ დღეს არ უქნია სასამართლოს როგორც ამას ქალბატონი ორკოდაშვილი გვასაღებს ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში,” – წერს გიგი უგულავა. ცნობისათვის, ლიანა ორკოდაშვილი სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით “ნოდარ მელაძის შაბათთან” საუბრისას განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი არ მოიყვანეს სასამართლო პროცესზე, მის გარეშე საქმეს არ განიხილავენ.
ორშაბათს 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ელოდებიან.