„აქანავებს!“ – გიული ალასანიამ გორში მყოფი შვილის ნახვის შემდეგ ასეთი დასკვნა გამოიტანა (იხილეთ კომენტარი)

November 27, 07:12
0
747

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის თავს კვლავ სუსტად გრძნობს.

„სისუსტე გრძელდება. დილიდან მაქანავებდაო თქვა, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი უკეთდება და რა ვიცი მე მის სამედიცინო მდგომარეობაზე ვერ შევაფასებ.

ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ, არის მოლოდინში. განწყობა როგორი უნდა ჰქონდეს, როცა გამოკეტილი ხარ ადამიანი, ასეთ მდგომარეობაში შესაბამისი განწყობილება აქვს. ოთახი არის პატარა, ძირითადად ან ზის ან წევს“, – ამბობს გიული ალასანია.

Cesko