ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას – პრანჭვას დაანებეთ თავი

November 26, 19:28
0
278

ოპოზიციას მინდა მივმართო, რას აკეთებთ პარლამენტში? ერთადერთი, რაც გამართლება აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, სასწრაფოდ იქნეს მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები, თუ ეს ცვლილებები არ გავა ისე, როგორც იყო შეთანხმებული, მაშინ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს – ვინც არ დატოვებს პარლამენტს, ის ოპოზიცია ვეღარ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა შესულიყო. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა და ქუჩაში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობით გამოსვლა.

„ოპოზიციას მინდა მივმართო, რას აკეთებთ პარლამენტში? – ერთადერთი, რა გამართლებაც აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, საერთოდ რომ არ უნდა შესულიყვნენ ამაზე არაფერს ვლაპარაკობ, სასწრაფოდ იქნას მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები, დაიდოს ვადა, როდემდე ვაძლევთ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭი ეყაროს. თუ ეს ცვლილებები არ გავა ისე, როგორც იყო შეთანხმებული, მათ შორის ოპოზიციასთან და მიშელის დოკუმენტში, მაშინ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ვინც არ დატოვებს პარლამენტს, ის ოპოზიცია ვეღარ იქნება.

ოპოზიციის ოპოზიციონერობას დაანებეთ თავი, ჩემზე მეტი უფლება ოპოზიციაში არავის არ გაქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ან სააკაშვილის ოპოზიციაში იყოთ, მაგრამ ახლა ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და ან ჩამოყალიბდით – მესმის, რომ პოლიტიკური გამოცდილება ბევრს არ გაქვთ, ან ოპოზიციის ოპოზიციონერობას თავი დაანებეთ, ანდა დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ან მოგვიწევს, რომ ჩვენ დავარქვათ. პრანჭვას ახლა დაანებონ თავი ოპოზიციონერებმა და ყველამ თქვას, რომ დიახ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ თავისუფალმა სასამართლომ გაასამართლოს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „დღის ნიუსრუმი”

Cesko