რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბელგიაში? – ზაზა წერეთელი

November 26, 18:11
0
681

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:

“რამოდენიმე წუთის წინ – ევროპაში Covid-19-ის ახალი ვარიანტის B. 1.1.529 პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ბელგიაში არავაქცინირებულ ახალგაზრდა ზრდასრულ ქალში, რომელსაც განუვითარდა გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები თურქეთის გავლით ეგვიპტეში მოგზაურობიდან 11 დღის შემდეგ.

პაციენტს არ ჰქონია რაიმე კავშირი სამხრეთ აფრიკასთან ან სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნებთან. მისი ოჯახის არცერთ წევრს არ განუვითარდა სიმპტომები. KU Leuven-ისა და UZ Leuven-ის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ დიაგნოზის დასმის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა ჰქონდა.”

შეგახსენებთ, ახალი შტამი დაფიქსირდა ისრაელშიც.

დიდი ბრიტანეთი სამხრეთ აფრიკასა და აფრიკის კიდევ 5 სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, ხოლო ისრაელმა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა.

Cesko