“ხალხის ზედმეტი შეწუხებაც ზედმეტი იქნებოდა” – სოზარ სუბარი რიგგარეშე არჩევნებზე

November 26, 17:51
0
321

ქართული ოცნების” წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარებულიყო საკრებულოებში უმრავლესობა “ოცნებას” ექნებოდა და ამბობს:

“რიგგარეშე არჩევნები ყოველთვის არის ზედმეტი ხმაური, ზედმეტი ფინანსური ტვირთი ქვეყნისთვის, თორემ, სინამდვილეში, იმ ფონზე რა მდგომარეობაშიც ეხლა არის ოპოზიცია, სურათი დაიდებოდა სრულიად სხვა, არა მხოლოდ მერებს მოვიგებდით, რომლებიც ისედაც მოგებული გვაქვს, არამედ საკრებულოებშიც უმრავლესობა გვეყოლებოდა, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ზედმეტი ტვირთი იქნებოდა ბიუჯეტისთვის და ხალხის ზედმეტი შეწუხებაც ზედმეტი იქნებოდა”

შეგახსენებთ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება სწორედ რიგგარეშე არჩევნების შიშის გამო ამტკიცებინებს ძველი მოწვევის საკრებულოებს ბიუჯეტებს, რადგან, იმ შემთხვევაში, თუ ახალი საკრებულო ორჯერ არ დაამტკიცებდა ბიუჯეტს, ეს რიგგარეშე არჩევნების მიზეზი გახდებოდა.

Cesko