“სწორედ ამიტომაცაა სააკაშვილი ბრალდებული და სწორედ ამის გამო არ უყვართ ის უკრაინაში” – ლევან ნიკოლეიშვილი

November 26, 17:44
0
312

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“რა უნდა იყოს ისეთი სააკაშვილის შესახებ, რომ ადამიანს გაგიკვირდეს?! ავანტიურა, შანტაჟი, გადატრიალების მცდელობა, რუსული წარმომავლობის შავი ფული, და რაც მთავარია დაპირებები, დაპირებები და დაპირებები, რომლებსაც აღსრულება არ უწერია. მთავარია, პირადი გამორჩენა, თორემ არც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და არც უკრაინის სახელმწიფო ინტერესები, რომლის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის შემდეგ მიიღო, არასოდეს რეალურად არ აღელვებდა. არც ის დაგვავიწყდეს თუ როგორ დაარღვია ჯერ უკრაინის კანონი და შემდეგ საქართველოსი, როდესაც ჯერ იქიდან გამოიპარა და შემდეგ აქ შემოიპარა. თუმცა, კანონის დარღვევა და სააკაშვილი დიდი ხანია ერთმანეთის სინონიმები გახდნენ. სხვათა შორის, სწორედ ამიტომაცაა ის ბრალდებული და სწორედ ზემოდ ჩამოთვლილი თვისებების გამო არ უყვართ ის უკრაინაში.

ყველაზე დიდი ცოდვა კი მაინც ის დიდი უმადურობაა, რაც მან ჯერ ქართველების და შემდეგ კი უკრაინელების მიმართ გამოიჩინა, და ახლაც არავის და არაფერს დაგიდევს ოღონდ თვითონ იყოს კარგად. უკრაინის ყოფილი პროკურორის იური ლუცენკოს ინტერვიუც რეალურად სააკაშვილის კიდევ ერთი გაშიფვრა და მისი პორტრეტის წარმოდგენაა.”

Cesko