“ოცნების” ერთი სწორი ნაბიჯი და კადრებით ყველას დაშინების მცდელობა” – ესტონეთის ელჩი

November 26, 17:30
0
296

ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს:

“ის, რაც მესმის სხვადასხვა წყაროებიდან, არის ძირითადად სულ შეფასებები, ამიტომ მას შემდეგ, რაც ვესაუბრები სახალხო დამცველს, მას ვენდობი, რადგან მას აქვს პირდაპირი წვდომა ყლფილ პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ის კადრები, რომელიც მედიაში ვრცელდება, შემაძრწუნებელია. ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ იყო ამის გავრცელება საჭირო, რადგან ეს არის დაშინების  მცდელობა ყველასთვის, არის პრეზიდენტი თუ არა. ყველა ინდივიდის უფლებაა იშიმშილოს, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობაა მას გაუწიოს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, რათა მისი ინტერესები იყოს დაცული, ამიტომ მოხარული ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც პარასკევს მიიღეს, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში. ამით ერთი სწორი ნაბიჯი გადაიდგა.”

Cesko