ცოტა ხნის წინ ფილმის ახალი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა, რომლის მთავარ ფოტოზეც “ქართველი ჰალკი” ჩანს.
ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი რამდენიმე წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმ The Lady of Heaven-ში (სამოთხის ქალბატონი) გადაიღეს. გადაღებების ნაწილი თბილისში, რუსთავში, ვაზიანსა და ლონდონში მიმდინარეობდა.
“სამოთხის ქალბატონის” ჩვენება კინოთეატრებში 10 დეკემბრიდან დაიწყებენ.