“სააკაშვილი ნარცისია, მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს, უფრო მეტად ვიდრე საქართველო და უკრაინა, ვიდრე ნებისმიერი თავისი ახლობელი და ნათესავი”

November 26, 08:09
0
22 views

სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმი გახლავთ. მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს, უფრო მეტად ვიდრე საქართველო და უკრაინა, ვიდრე ნებისმიერი თავისი ახლობელი და ნათესავი, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის მხოლოდ მისი წარმატებაა მნიშვნელოვანი და მზად არის ამისთვის, აბსოლუტურად უგუნური საქციელი ჩაიდინოს.

„სააკაშვილს შეუძლია თანხის აღება პრორუსი ოლიგარქებისგან, რომლებიც უკრაინიდან გაიქცნენ და ეჭვის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ძარცვა განახორციელეს. ის მზად იყო დაერღვია არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის კანონებიც. მე ვმეგობრობ ბევრ ქართველ ოპოზიციონერთან და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი ხელმძღვანელი ჰყავთ, რომელმაც ყველაზე რთულ სიტუაციაში მიატოვა ქართული ოპოზიცია. როდესაც სააკაშვილმა ასე ვთქვათ, გაარღვია პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, ვინც მას ეხმარებოდა, ყველა ეჭვის ქვეშ აღმოჩნდა და იბარებდნენ სასამართლოებში. ახლა, როდესაც აღვადგინეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საზღვრის უკანონო კვეთაზე, მან კვლავ დაარღვია უკრაინული კანონები, ასევე – ქართული კანონები და ითხოვს ციხიდან გაშვებას. ყველა, ვინც ეხმარებოდა უკრაინასა და საქართველოში პასუხს აგებენ. ეს არის მისი ხაზი, მისთვის ყველაზე მაღლა დგას არა საქართველო და უკრაინა, არა დემოკრატია და თავისუფლება, არამედ საკუთარი თავი“, – განაცხადა იური ლუცენკომ.

 

 

Cesko