მძიმე ფსიქოლოგიური გარემოსა და ვერნიკეს სინდრომის გამო, სააკაშვილის მკურნალობაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ – ექიმთა ჯგუფი

November 26, 08:01
0
17 views

თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა შეაფასა და მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჩატარებულია თავის კტ კვლევა.

„რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია ორი კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს.

სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის მონიტორინგის დასკვნაში.

Cesko