ბედის უცნაურობა: საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცოტნე გამსახურდია 4 თვეა სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობს – რა ამბებს ჰყვება მისი მეუღლე?

November 26, 07:32
0
524

2019 წლის 19 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დაჭ­რეს. ჭრი­ლო­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ბევ­რჯერ დად­გა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ მისი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი. ამ უმ­ძი­მე­სი დღი­დან მალე 2 წელი გავა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტ­ნეს გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია მე­უღ­ლე, ანა ჯა­ბა­უ­რი. ანა პრო­ფე­სი­ით ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გია. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ცოტ­ნე და ანა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ.

რო­გო­რია ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სად ცხოვ­რობს ახლა წყვი­ლი, ამის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს ანა ჯა­ბა­უ­რი ესა­უბ­რა.

“4 თვეა წე­რო­ვან­ში ვართ და ვცხოვ­რობთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო – სუფ­თა ჰა­ე­რი და ულა­მა­ზე­სი ტყე-პარ­კი გვაკ­რავს გარს. არ გვაკ­ლია არც სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა. აქვე ახ­ლოს, ამა­ვე შე­მო­სა­ზღვრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­გაკ­ვირ­ვებთ ყვე­ლაფ­რით – თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი დარ­ბა­ზე­ბი­თა და უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით, მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი გუნ­დი­თა და მო­ტო­რულ-კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ბევ­რი სი­ახ­ლით. სწო­რედ ამ ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უტა­რე­ბენ ცოტ­ნეს ყვე­ლა ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ულ პრო­ცე­დუ­რას, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზეა სა­ჭი­რო.

ცოტ­ნეს ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გი საკ­მა­ოდ იმე­დის­მომ­ცე­მი და თვალ­სა­ჩი­ნო იყო – მან და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, ყო­ველ­დღე ამ­ბობ­და ახალ სი­ტყვებს, აწყობ­და წი­ნა­და­დე­ბებს, ჰქონ­და სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი გო­ნე­ბა, იცი­ნო­და, ხუმ­რობ­და, თან­და­თან აუმ­ჯო­ბე­სებ­და მო­ტო­რულ ფუნ­ქცი­ებ­საც. მე და ცოტ­ნეს ძმე­ბი სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის დავფრი­ნავ­დით, ზე­ი­მი გვქონ­და ყო­ველ­დღი­უ­რად.

მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცოტ­ნეს ძა­ლი­ან მძი­მე ეპი­ლეფ­სი­უ­რი სტა­ტუ­სი და­ე­წყო, რომ­ლის მოხ­სნაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ გერ­მა­ნელ პრო­ფე­სო­რებს. ორ­ჯერ გა­და­იყ­ვა­ნეს ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში, და­უ­ნიშ­ნეს უძ­ლი­ე­რე­სი ან­ტი­კონ­ვულ­სი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაგ­ვხია უკან – აპ­რილ­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის უმ­ძი­მე­სი 15 თვის შემ­დეგ, ისევ ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. დღეს­დღე­ო­ბით ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა ახ­ლი­დან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ჯერ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მი­ვაღ­წი­ეთ ეპი­ლეფ­სი­ურ სტა­ტუ­სამ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ გო­ნე­ბა ისევ ნა­თე­ლი აქვს, და­ი­წყო კი­დუ­რე­ბის ამოძ­რა­ვე­ბა, აქ­ტი­უ­რად მე­კონ­ტაქ­ტე­ბა ბგე­რე­ბით და ვა­ტყობ, რომ უკვე ლა­პა­რა­კის და­წყე­ბას ცდი­ლობს.

გი­ორ­გის და კონ­სტან­ტი­ნეს გა­რე­შე, მე და ცოტ­ნე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვუძ­ლებ­დით ამ­დენ უმ­ძი­მეს გა­მოც­დას. ასე­თი ძმო­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი ცოტ­ნეს უწე­ვენ, არც მი­ნა­ხავს და არც გა­მი­გია. ორი წე­ლია ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი ყო­ველ წვრილ­მან­ში. ყვე­ლა წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მას ისი­ნი გვიგ­ვა­რე­ბენ. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია გა­ნუ­ვი­თარ­დათ ცოტ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს წი­ნას­წარ იცი­ან დღეს რა გაგ­ვი­ჭირ­და და ხვალ რა დაგ­ვჭირ­დე­ბა. მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი­ვით არი­ან, მოკ­ლედ…” – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

წყარო: ambebi.ge

Cesko