“მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდა…” – ათენში 22 წლის შაკო ჭიქაბერიძე დაიღუპა

November 25, 20:00
0
14 views

ორი დღის წინ ათენში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის შაკო ჭიქაბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ახალგაზრდა კაცი მეგობრის დაბადების დღიდან შინ გვიან ბრუნდებოდა.

„შაკო ქუთაისში დაიბადა და იზრდებოდა. დაწყებით კლასში ვიყავით, როდესაც მშობლებმა საბერძნეთში წაიყვანეს. თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა ზაფხულობით საქართველოში, თავის ფესვებს არასდროს მოსწყვეტია. საუკეთესო ადამიანი და მეგობარი იყო ყველასთვის. მიუხედავად მისი ასაკისა, დიდი სიყვარული და სიკეთე დათესა… ენით აღუწერელი ტკივილია მასზე წარსულში საუბარი.

ჩვენ, მეგობრები ძალიან ცუდ დღეში ვიმყოფებით და არ მინდა წარმოვიდგინო მისი მშობლების მდგომარეობა, რომლებმაც ერთადერთი შვილი დაკარგეს…

ეს თავზარდამცემი ამბავი გუშინ გავიგეთ, თუმცა ავარია ორი დღის წინ მომხდარა. მეგობრის დაბადების დღიდან სახლში მანქანით ბრუნდებოდა. ჯერ არ ვიცით, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამ დროს დეტალებს უკვე ეკარგება აზრი,  რადგან ძალიან კარგი ბიჭი აღარ გვყავს… “ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ შაკოს მეგობარი.

„როცა მე წავალ მე სამოთხეში წავალ, გესმის? რადგან ამ ჯოჯოხეთში მწამდა ღმერთის.“ – ეს შაკო ჭიქაბერიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტია.

პრაიმ ტაიმი

Cesko