ჩრდილოეთ კორეაში Squid Game-ის გავრცელებაში ბრალდებულ სტუდენტს სიკვდილით დასჯიან

November 25, 08:22
0
14 views

ჩრდილოეთ კორეაში სერიალ Squid Game-ის გავრცელებაში ბრალდებულ სტუდენტს სიკვდილით დასჯიან.

ამის შესახებ ინფორმაციას დეილიმეილი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებულმა ჩინეთიდან სამშობლოში კონტრაბანდულად შეიტანა სერიალის ასლი, რომელიც რამდენიმე სტუდენტს მიჰყიდა.

სერიალის ასლის შემომტანს სიკვდილით დასჯა, ხოლო მყიდველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენი ექვსი სკოლის მოსწავლე 5 წლის ვადით შრომით ბანაკში გაგზავნეს. ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები, მათ სხვა სკოლაში მუშაობის უფლება აკრძალული აქვთ.

ინფორმაციისთვის, ჩრდილოეთ კორეაში დასავლური სერიალების, ფილმების და მუსიკის მოსმენა აკრძალულია.

Cesko