ჩერგოლეიშვილი: ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილს, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება

November 25, 08:14
0
12 views

მე ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილის დაკვირვებას და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს არ ხედავს.

ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ „პალაჟენიას“.

ამან გამოიწვია ბევრი უბედურება – მიშას უნარების მითოლოგიზაციის ჩათვლით. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინების გაჩენაც.

მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია – მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს.

ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება

ამის შესახებ ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა გოგი გვახარიას ახალ პროექტში შვილი განაცხადა, რომ მას აქვს განცდა, თითქოს ვიღაცებს ოპოზიციაში შესაძლოა ერჩივნოთ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება.

Cesko