„სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება, სავარაუდოდ რუსთავის საპყრობილეში“ – დიმიტრი ხუნდაძე

November 25, 06:45
0
336

ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენთან უმაღლეს დონეზე არის დაცული. თუნდაც მიხეილ სააკაშვილი, როდესაც მას დასჭირდა მკურნალობა შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„როდესაც ამოიწურება მისი მკურნალობის პროცესი, საავადმყოფო არ არის ის ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა მისი სასჯელი უნდა მოიხადოს, ის აუცილებლად დაბრუნდება, სავარაუდოდ რუსთავის საპყრობილეში. ამას ექნება რეაქცია მის მომხრეებში და პასუხი იქნება კანონისმიერი. ქვეყანა დღეს არის სამართლებრივ რეჟიმში და ამას ვერავინ ასცდება. იქნება დესტრუქციის სურვილი, მაგრამ ჩვენ ამ დესტრუქციაში აღარ გავყვებით, კანონი არეგულირებს ამას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

Cesko