აფხაზეთში კანონიერი ქურდის, თენგიზ ლაკერბაიას, მკვლელობა სცადეს

November 24, 14:43
0
6 views

აფხაზეთში კანონიერი ქურდის მკვლელობა სცადეს, რის შემდეგაც დაწვეს ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ.

კრიმინალური ავტორიტეტის, თენგიზ ლაკერბაიას ლიკვიდაციის წარუმატებელი მცდელობა სოხუმში მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ლაკერბაიას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია ერთი მამაკაცი. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან “ჰონდას” მარკის ავტომობილით გაიქცნენ, რომელსაც მოგვიანებით ცეცხლი წაუკიდეს.

თენგიზ ლაკერბაიაზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ მას ციხეში ადუღებული ზეთი შეასხეს. თავდასხმის უკან ასევე კანონიერი ქურდის, რაულ ბარცბას დაჯგუფებას მოიაზრებენ.

Cesko