“ქალბატონო ნინო, მიშას ციხეში, სადაც შიმშილობის გამო ჩამსვეს, უნიტაზი საერთოდ არ იყო” – ბეგი ლოგუა

November 24, 14:13
0
788

სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი პატიმარი, რადიო „ჩვენებურების“ წამყვანი ბეგი ლოგუა.

“ქალბატონო ნინო, მიშას ციხეში, სადაც შიმშილობის გამო მე ჩამსვეს, უნიტაზი საერთოდ არ იყო…
არც კედლები და კარი ჰქონდა საპირფარეშოს…
მხოლოდ იქვე, კამერის კუთხეში – ხვრელი იატაკში.
ჩარეცხვა ცენტრალიზებული იყო და 5-6 საათში ერთხელ უშვებდნენ წყალს…
დანარჩენი თვენი ფანტაზიისთვის მომინდვია…
“სამაგიეროდ, მსოფლიო რუქაზე გამოგვაჩინაო,” – წერს ბეგი ლოგუა.

Cesko