ფაშინიანი და ალიევი სოჭში პუტინს შეხვდებიან – დეტალები

November 24, 07:57
0
10 views

კრემლის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიმდინარე კვირაში სოჭში შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა 26 ნოემბერსაა დაგეგმილი.

არსებული ინფორმაციით, ისინი 2020 წლის 9 ნოემბერს მიღებული იმ სამმხრივი მშვიდობის დეკლარაციის იმპლემენტაციას განიხილავენ, რომელმაც ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა. განსახილველი საკითხი იქნება 2021 წლის 11 იანვარს ხელმოწერილი შემდგომი შეთანხმებაც.

რუსული სახელმწიფო მედია სააგენტო, TASS იუწყება, რომ “განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების საკითხს დაეთმობა”.

ამასთან, პუტინი ფაშინიანთან და ალიევთან სოჭის სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

Cesko