რა არის საჭირო “ვარდების რევოლუციის” გასამეორებლად? – რას ამბობს ნინო ბურჯანაძე

November 23, 22:39
0
302

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ფორმულას” ეთერში, ამბობს:

“დღეს როცა ქართული ოცნება იძახის რევოლუცია გინდათო, მინდა მათ ვუთხრა, ბატონებო, რაც არ უნდა გვინდოდეს, თუ თქვენ რევოლუციას ხელს არ შეუწყობთ… ისტორიის მეშვიდე კლასის წიგნში წერია, რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც მასებს აღარ უნდათ ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობენ, მაგრამ, ხელისუფლებას არ შეუძლია მათ რამე ახალი შესთავაზოს. გადამწყვეტი ფაქტორია ხალხი.

ვითარება დღეს არის ის, რომ ხალხს აღარ უნდა ასე ცხოვრება და ხელისუფლებას აღარ შეუძლია რამის შეცვლა. განსხვავება კი, 2003 წელსა და დღევანდელს შორის არის ის, რომ აღარ არის ის სამი ლიდერი, აღარ არის ისეთი სამი ლიდერი, როგორიც იყო მაშინ, ნურავინ მიწყენს, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით იმას, რომ ხშირი კამათის, განსხვავებული შეხედულებისდა მიუხედავად, შევქმენით ერთიანობა, რომელსაც მხარს უჭერდა სხვა პოლიტიკური ძალებიც, იგნორირება არავისთვის გაგვიკეთებია, კოორდინირებულად და გამბედავად ვიქცეოდით. ერთიანობაა ძალიან მნიშვნელვანი და მათ შორის სააკაშვილის პოზიციაც, სააკაშვილის როლის დაკნინება არ მიცდია, იმიტომ რომ მას თავისი, მნიშვნელოვანი როლი აქვს. ყველაფერი არის დამოკიდებული დღეს იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, იგივეს გამეორება შეუძლებელია, ბუნებრივია, ბოლო-ბოლო ბურჯანაძე აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე და ვერ გამოაცხადებს, რომ თავის თავზე იღებს რამეს.

არ არის აუცილებელი რევოლუციის გზით, თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, არანაირი რევოლუცია არ იქნება, მაგრამ რადიკალური ცვლილებები ქვეყანას სჭირდება, გარღვევა სჭირდება, ოპოზიციის ერთობა და კოორდინირებული ქმედება სჭირდება და ის, რაც ჩვენ სამმა ლიდერმა ავიღეთ ჩვენ თავზე, ამის გაკეთებაა საჭირო, ან სამის, ან ორის, ხუთის, ან ათის მიერ ერთად.”

Cesko