“ამერიკის მთავრობამ გააწითლა” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

November 23, 22:22
0
164

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეპიდსიტუაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რთულდება.

პროფესორის ინფორმაციით, განსაკუთრებული რისკის გამო, აშშ-ის მთავრობამ კიდევ 4 ქვეყანა წითელ სიაში შეიყვანა.

“კოვიდ სიტუაცია ბევრ ქვეყანაში რთულდება.

ერთი საათის უკან ამერიკის მთავრობამ გააწითლა (რისკის მე-4 დონე მიანიჭა) დამატებით 4 ქვეყანა: ერაყი, გერმანია, დანია, ბურუნდი.

ინფორმაციისთვის, საქართველო გაწითლებულია 2021 წლის 16 ივნისიდან”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Cesko