“ისე გადავირიე, დავუბარე, თქვენს უფროსებს გადაეცით ფასდაკლებული ანალგინი გაირჭოს ერთ ადგილასთქო !” – ნინო სტურუა

November 23, 21:07
0
12 views

ჟურნალისტი, ნინო სტურუა:

“აფთიაქებმა დამაწიოკეს მესიჯებით, არიქა, შავი პარასკევია და არ გამაზოო.
მივედი, მაგრამ რა?
რასაც ვყიდულობ სულ და რაც მინდოდა, უიო, მაგას არ ეხებაო.

მერე, ერთ მაღაზიაში კონკრეტული ნივთის ყიდვა მინდოდა.
620 ლარი ღირდა. მეთქი შავ პარასკევს დავუცდითქო.
მოვიდა, მივედი და ვხედავ:
ფასი აწერია 880 ლარი, გადაჯღაპნილია და ფასდაკლებაზე 680 ლარიო!!!

ანუ, შავ პარასკევს იმაზე ძვირი, ვიდრე მანამდე!!!

გუშინ კიდე, ისევ მოვიდა სმს-ბი აფთიაქებიდან, დაბდღის ამბავში 25-30% -იანი ფასდაკლება პირადად შენთვის 3 დღეო!!!
მივედი და რაც მინდოდა, უიო, ამას არც დაბდღე ეხებაო.

ხოდა ისე გადავირიე, გოგოებს დავუბარე, თქვენს უფროსებს გადაეცით ფასდაკლებული ანალგინი გაირჭოს ერთ ადგილასთქო !

ნუ მოკლედ, ეს ხომ ბედკრული საქართველოა…
სადაც შავი პარასკევი კვირები გრძელდება.

ისე, სულ შავად არ ვართ?
აგერ ბენზინი კიდე გაძვირდა და შავი პარასკევი რომ დაიწყო, ზუსტად იმ დღეს ჩავასხი 15 თეთრით ძვირად….”

Cesko