“ჭაჭვი გაჭიმეს მხოლოდ ერთ გამზირზე, აბა, რას იჭიმებიან?!” – მძინარაშვილი

November 23, 18:49
0
6 views

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

“ნაცსექტანტებმა ჭაჭვი გაჭიმეს თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე!

რომ შეძლებოდათ, ჭაჭვს გაჭიმავდნენ ვაკის პარკამდე!.. დელისამდე!..

ნუცუბიძის პლატოზე შეეფინებოდნენ და შეეჭიმებოდნენ!..

დიღომშიც გაჭიმავდნენ და დიდ დიღმამდეც გაიჭიმებოდნენ!..

გლდანშიც გაჭიმავდნენ მუხიანი- გლდანულას განტოტვით!..

წერეთლის გამზირზეც გაჭიმავდნენ, – დინამომდე!..

ნახალოვკაშიც გაჭიმავდნენ და ლიტკინზეც აიჭიმებოდნენ!..

იქით – ორთაჭალამდე გაჭიმავდნენ!..

ავლაბრამდეც გაჭიმავდნენ!..

სამგორამდეც!..

ვარკეთილშიც გადაიჭიმებოდნენ!..

აეროპორტამდეც გაიჭიმებოდნენ!..

ვერ შეძლეს, – მხოლოდ ერთ გამზირზე გაჭიმეს!..

აბა, რას იჭიმებიან?!.

გიორგობას გილოცავთ!”

Cesko