“ორჯონიკიძის სულიერ შვილს მოუსმინეთ და მიხვდებით, თუ რატომ არ ვერთიანდებით ასეთებთან” – გაბედავა ვიდეოს ავრცელებს

November 23, 17:26
0
902

“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა, ავრცელებს ვიდეოს, პასუხობს “ალტ-ინფოს” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს და წერს:

“ხშირად მოგიწერიათ – რატომ არ ერთიანდებითო ‼️

ახლა ამ სერგო ორჯონიკიძის სულიერ შვილს მოუსმინეთ და მიხვდებით თუ რატომ არ ვერთიანდებით ასეთებთან ‼️

ქართული მარში მიყვება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეროვნულ გზას, ეს გზა არ გულისხმობს რუსეთის სამხედრო ბაზების დაბრუნებას საქართველოში ‼️

რუსეთთან საუბარი აუცილებელია, მაგრამ რუსული ჯარის შემოყვანა ღალატია ღალატიიი ‼️

ფილიპე მახარაძის “შვილთაშვილის”, ზურა მახარაძის ეს მოღალატეობრივი ვიდეო ცალსახად ფილიპეს გზის გაგრძელებაა, ერთიღა დარჩა – დეპეშა კრემლში “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს”‼️

დაიმახსოვროს ახალგაზრდა ფილიპემახარაძეებმა-რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აუცილებელი საქმეა, მაგრამ რუსის ჯარის შემოყვანა ღალატი ‼️

იმედია ნათლად დაინახეთ განსხვავება “ქართული მარშის” ეროვნულ გზასა და ამათ მოღალატეობრივ გზას შორის ‼️

პ.ს. გუშინ ბევრი მომესია, რეებს აბრალებ მერე რა რომ მამამისი პუტჩისტი იყოო, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გამიქრა ეჭვები, რომ მის გზას არ აგრძელებს…”

Cesko