“200 ათასს ადამიანს უბედურება ემუქრება, უნდა დავირაზმოთ და ცხვირ-პირი მივულეწოთ ამ ადამიანების დასახმარებლად” – უგულავა

November 23, 16:26
0
5 views

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “ტვ პირველთან” ამბობს:

“ეს მინდა იმათ გასაგონად ვთქვა, ვინც “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა.

2018 წელს, მეორე ტურში, ივანიშვილმა პირდაპირ იყიდა… ვალების გამოსყიდვის ოპერაცია გვახსოვს, ზუსტად ამ პრინციპით, 2021 წლის არჩევნებზე, ზუსტად 100 ათასი ადამიანი სოციალური დახმარების ეგიდით იყიდა ქართულმა ოცნებამ, ნურავის ეწყინება, მეგობრებო, ამას ჰქვია რომ იყიდა. როდესაც იანვრის დასაწყისში იყო 500 ათასი სოციალურად დაუცველი და ოქტომბრის ბოლოს ჩვენ გვყავს 650 ათასი სოციალურად დაუცველი, ამას ჰქვია ხმების ყიდვა. ისინი იტყვიან, რომ ხალხს გაუჭირდა კოვიდის გამო და ა. შ. კი, ბატონო, მაგრამ გუშინ და დღეს ეს ხალხი არ გამდიდრებულა, არანაირი სამუშაოები ანათ არ ელოდება და პრემიერმა დაანონსა, ძალიან მძიმე რაღაცა ამ ხალხისთვის, რომ 200 ათასს ადამიანს, ანუ, 100 ათასი, ვისაც მოუმატეს პოლიტიკური ნიშნით, რომ ხმები აეღო და დანარჩენი კიდევ ზემოდან 100 ათასს ართმევს სოციალურ დახმარებას და ეუბნება, რომ სამსახური არის და შენ მუშაობა გეზარება. წინასაარჩევნოდ შეაჩვიეს ფულის დარიგებას და ახლა ეუბნებიან, რომ მორჩა, არჩევნები დამთავრდა და ფული არ იქნება.

Cesko