კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს ბანკზე? – დეტალები

November 23, 16:07
0
7 views

ტვ პირველის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ‘საქართველოს ბანკზე” თავდასხმა მოხდა.

ამ წუთებში, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არიან და მათ ბანკის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველები მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან და სავარაუდოდ, ისინი მძარცველების კვალზე დგანან.

ამ წუთებში ბანკის შენობაში, ბანკის თანამშრომლები თავისუფლად გადაადგილდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იყო თავდასხმა, ამ წუთებში თავდამსხმელი ბანკში აღარ იმყოფება.

ტვ პირველის ინფორმაციით, ერთი პირი იყო ბანკში შეჭრილი და ითხოვდა თანხა, დაცვის თანამშრომლების რეაგირების შემდეგ კი, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, გაიქცა.

ამ ეტაპზე შსს-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

Cesko