ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„13 წლის კოვიდ-19 სიმპტომებიან პაციენტს, რომელსაც ლაბორატორიულად დაუმტკიცდა კოვიდ-19 ფაიზერის ვაქცინით აცრიდან მე-3 დღეს, ჯერ ჯანდაცვის წარმომადგენელი და შემდეგ ოჯახის ექიმი ურეკავენ (დედას ელაპარაკებიან) და ეუბნებიან “ეგ ფაიზერის ვაქცინის ბრალიაო”-ანუ ფაიზერის ვაქცინით დაინფიცირდაო.
არადა ბავშვი დაინფიცირდა სკოლაში, კლასში 4 ბავშვს და მასწავლებელს დაუმტკიცდა კოვიდ-19 .
გიკვირთ რომ მოსახლეობის 70% აუცრელია?“- წერს გიორგი კავკასიძე.