„ეგეთი უნამუსო, ბოროტი და დონდლო რანაირად გააჩინე?! ან ეგ რა გაცვია, ქალო, ბანკეტზე დადიხარ თუ ციხის კარზე?!” – ​ჟურნალისტმა გიული ალასანიას გადაურბინა

November 23, 09:31
0
1566

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას მიმართავს:

“გიული ალასანია: ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია გარეთ გაიაროს”.

სად გარეთ, ქალო, სად გარეთ?!

გარეთ არ ეგდო? ვინ ეხვეწებოდა, შემოეთრიეო?!

ჰა, ვინ ეხვეწებოდა?!

ეგეთი უნამუსო, ბოროტი, დუთინა და დონდლო რანაირად გააჩინე?!

მაგ ოჯახში რომელიმე ცხოვრობთ ნორმალური? მეც გეკითხები, რააა, საქციელსა და სიტყვა-პასუხზე გეტყობათ, ვერც ერთი ვერ ხართ ნორმაზე, ყველას ,,ზაჟიგანია” გაქვთ გასასწორებელი, მაგრამ აღარ გისწორდებათ!

რა გარეთ, ქალო?!

ლამის ნახევარი საქართველო გაჟლიტეთ, მთელი ქვეყანა თავზე დაიმხეთ, დედა უტირეთ, ერთი ბოდიში არ დაგცდენიათ, პირიქით, ყველას ამუნათებთ და პატივისცემას ითხოვთ!

ბოლო-ბოლო, ვინ ჩემი ფეხები ,,ბრძანდებით”, რა გინდათ, რა პრეტენზიები გაქვთ?!

ან ეგ რა გაცვია, ქალო, რა ტაშკუილასავით იქცევი? ბანკეტზე დადიხარ თუ ციხის კარზე?!

ჰმ… გარეთო!

გარეთ არ ეგდო? რას მოეთრეოდა, ვინ ეხვეწებოდა?!

Cesko