“შემეცოდა ღარიბაშვილი – რომ არა ივანიშვილის მოთრეული კოჰაბიტაცია, ამ სექტის ხსენება არ იქნებოდა” -დიტო ბიძინაშვილი

November 22, 20:51
0
40

სამოქალაქო აქტივისტი დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ძალიან არ მომეწონა ივანიშვილის განცხადება ღარიბაშვილზე რაც თქვა. ამ კაცმა სათამაშოდ გადააქცია ყველა საერთოდ და მისი სიტყვები იყო უბრალოდ ნაგვობა და მეტი არაფერი.
ბიძინას უღალატესო რომ იძახით, აი მაგალითად – ბოღმით გასიებული დუმბაძე, ჩარკვიანი, სანიკიძე და ა.შ
არაა ბიძინა ის კაცი, რომ ვინმეს აღალატებიოს და ძაან კარგად იცოდა რა ხალხთან ქონდა საქმე, უბრალოდ ყველა გამოიყენა კონკრეტულ მომენტში და დააპაშოლა.
კობრა გვარამიას სიტყვები მახსენდება – ივანიშვილთან შეიძლება მოლაპარაკებაო…. დაკვირვებული ვარ კიდე, ირაკლი ღარიბაშვილი ნაცებს ყველაზე მეტად ეზიზღებათ. რატომ? იმიტომ რომ ყველა ნაცი მაგან გაუშვა ციხეში.
თავის მხრივ კიდე ყველა ნაციანალმა იცის გულის, რომ არა ივანიშვილის მიერ მოთრეული კოჰაბიტაცია, ახლა ამ სექტის ხსენება არ იქნებოდა საერთოდ.
შემეცოდა ღარიბაშვილი გულის სიღრმე, ალალად ვამბობ ამას.
ახლა Არ შემოხტეთ ბიძინას ფანები, სასწაული ქველმოქმედება კი გააკეთა ამ კაცმა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქველმოქმედებით იყიდა მთელი ქვეყანა. რა ჯანდაბად მინდა გარედან მბრწყინავი ქვეყანა, თუ შიგნით ჩვენი რჯული და ქართველი აღარ დარჩა.
კარგად წაიკითხეთ ზნე და რჯულ გამოცვლილი, გადაგვარებული ხოსრო მირზას, იგივე როსტომ მეფის ისტორია და კარგად მიხვდებით რაც ხდება დღეს.
იმის არ იყოს, ლომჯარიას რომ აგინებთ და მათ დამნიშნავებზე ხმა არ ამოგიღიათ.
თქვენ ნახევრად ნათქვამ სიმართლეს გავკარი კიდე!
ღარიბაშვილის ადგილზე კიდე მართლა შევუერთდებოდი ეროვნულ კონსერვატირულ ძალებს და ამ კოჰაბიტირებულ ღორებს ვანახებდი მუშტს თავში.
მართლა მეცოდება ეს ბიჭი, ამ გლობალისტების მარწუხებში, თავის ნებაზე რომ ბევრს ვერაფერს აკეთებს.
ესაა სიმართლე და სანამ არ აღიარებთ ამ სიმართლეს, მანამდე იჯდებით ნაგავში. და იწუწუნეთ მერე, რა გვეშველებაო. რა გეშველებათ და არც არაფერი.
არჩევნები ხალხმა კი არადა და ბიძინამ მოიგოო. ეს თემა კვერცხის და ქათამის ამბავივით შეიძლება გავშალოთ და ვიკამათოთ დაუსრულებლად, მაგრამ ამას რომ შენ ხალხს დაამადლი მოსვლისთანავე, აი იქ უნდა მივმხვდარიყავით ყველაფერს – ეს იყო უპირველესი ნიშანი.
ნაცებიც შენი შექმნილი და გადარჩენილია ბატონო ბიძინა, რასაკვირველია დასავლეთის მითითებით. საწყალი კაცი აბა, არ იცოდა ვის ურიცხავდა ფულს. პრემიერობიდანაც იმიტომ წავიდა რომ ერთ ერთი მათგანი ხარ და წინასწარ იცოდი თუ რა გლობალიზაციის მარწუხები ელოდა საქართველოს, მაშინ დამთავრდა ზუსტად ამ ქვეყნის წინსვლის შანსი. დე გოლის ორდენიც ხელშეუხებლობისთვის მოგცეს შენᲛა თვისტომებმა!

Cesko