პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ სასურველია სააკაშვილმა რეაბილიტაცია საპატიმროს გარეთ გაიაროს, სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტოლოგი გია კუჭავა.
„კი მაგრამ ამ არამზადა ქალს დაავიწყდა თუ როგორ ექცეოდა საქართველოს მოქალაქეებს საპყრობილეებში მისი შვილის სისხლიანი რეჟიმის დროს?
რატომ ჰგონია ამ ქალს, რომ მთელი ქართველი ერი ვალდებულია მისი შვილის ხუშტურებზე იაროს? თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ ყველა პატიმარი უნდა განთავისუფლდეს და რეაბილიტაცია “გარეთ” გაიაროს.
გიული, შენი შვილი რიგითი ტუსაღია, რომელმაც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი და ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება,“- წერს გია კუჭავა.
ცნობისათვის, აღნიშნული განცხადება გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შვილის მოსანახულებლად ვიზიტისას გააკეთა.
„გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის,“ – გამაცხადა გიული ალასანიამ.