„გამოვა სოფიო და იტყვის რეაბილიტაციისას აუცილებელია ჩემს სიმღერებს უსმინოს საკონცერტო დარბაზშიო და სახალხო დამცველიც დაეთანხმება“

November 22, 13:17
0
10 views

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის შემოთავაზებულ წინადადებას ეხმაურება, რომელიც რეაბილიტაციის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითვალისწინებს

„ორი დღის წინ ვიკითხე, აქვს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია ამ პიროვნების მკურნალობის და მისი „ბრძოლის” წინააღმდეგ-თქო. ბევრ „ჰუმანისტს” არ მოეწონა ასეთი შეკითხვა, მით უმეტეს ექიმისგან… არადა აშკარა იყო რომ სპექტაკლს გაგრძელება ექნებოდა.ჰოდა, დღეს ამერიკაში მოღვაწე ექიმი აცხადებს, ცოდოა ბიჭი, იქნებ გამოვუშვათ და სანატორიუმში ვუმკურნალოთო. ახლა ველოდები ამას როგორ აიტაცებენ ისევ „ჰუმანისტი ექიმები” და დაეთანხმებიან. შემდეგ დედა გამოვა ცრემლიანი, რამდენი ხანია სახლში საჭმელი არ უჭამიაო. შექმნის სახალხო დამცველი კომისიას და დაადგენენ რომ კალორიულობის მიხედვით ციხის საჭმელები მართლაც და სახლის საჭმელებზე სუსტია და იტყვის, ალბათ სახლის საჭმელებით უნდა ვკვებოთ, განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომ პერიოდშიო.შემდეგ გამოვა სოფიო და იტყვის რეაბილიტაციისას აუცილებელია ჩემს სიმღერებს უსმინოს, მაგრამ არა ჩანაწერებს, არამედ ცოცხლად, რომელიმე საკონცერტო დარბაზში, კარგი აკუსტიკითო. გამოვა სახალხო დამცველი, შექმნის ჯგუფს და დაადგენენ რომ მართლაც ციხის აკუსტიკა არ შეესაბამება, იმას რაც რეაბილიტაციის პროცესში სმენის აპარატის ნაკლებად გასაღიაზიანებლად არის საჭირო და სჯობს სადმე საკონცერტო დარბაზში მოვასმენინოთო.„ჰუმანისტი საზოგადოებაც”დაეთანხმება ერთია ეს „ჰუმანისტი საზოგადოება” იმას ვერ ხვდება რომ ასეთი „ჰუმანიზმით” ყველა დანარჩენ პატიმარს საშინელ შეურაცხყოფას აყენებს და მათ უბრალოდ ადამიანებად არ თვლის, ან თვლის, მაგრამ უფრო დაბალი დონის. არადა რომ ჰკითხო მათთვის ყველა ერთია და იქით შემოგედავებათ.სახალხო დამცველის თამადობით, ასე რომ ამ სპექტაკლის შემხედვარე ჩემი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია, რა სტრატეგი აქვს სახელმწიფოს და როდემდე უნდა გაგრძლედეს ეს შოუ და პატიმრებისათვის შეურაცხყოფის მიყენება. არაფერს ვამბობ რომ „მიგდებული” კოვიდი ანადგურებს ქვეყანას”, – წერს ზაზა წერეთელი.

Cesko