ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს – გიული ალასანია

November 22, 12:58
0
6 views

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე იმყოფებიან.

გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების მიერ წარმოდგენილ, “თავისუფალი მკურნალობის” ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს მათზე დამოკიდებული არ არის.

„გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე და თავისუფალი მკურნალობის ინიციატივით გამოდის.

„იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად”, – აღნიშნა ყიფშიძემ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.

Cesko