სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამა მომღერალზე მეურვეობას ოფიციალურად ჩამოაშორა

November 22, 11:15
0
6 views

ლოს-ანჯელესის სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამა ჯეიმი სპირსი მომღერალზე მეურვეობას ოფიციალურად ჩამოაშორა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მომღერლის ფინანსურ ანგარიშებზე კონტროლი დროებით პროფესიული აუდიტორის ხელში გადავა, რასაც თავად მომღერალი და მისი ადვოკატი ითხოვდნენ.

ბრიტნი სპირსი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ეს ბრიტნისთვის „გრანდიოზული დღეა“.

„პირველად 13 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს – თავად ბრიტნის შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოიქცეს“, – აცხადებს მეთიუ როზენგარტი.

ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდან იყო, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. მეურვეს სრული კონტროლი ჰქონდა მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.

მიმდინარე წლის 23 ივნისს ბრიტნი სპირსმა მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მომღერალმა განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებართვას არ აძლევენ.

 

Cesko