“ვემუდარები მოსახლეობას, გთხოვთ…” – თენგიზ ცერცვაძე

November 22, 06:47
0
12 views

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე TV იმედთან, ამბობს:

“ვემუდარები მოსახლეობას, გთხოვთ, დროზე მოვეგოთ გონს და რადიკალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება კოვიდპანდემიის მიმართ.

პანდემიის აგრესიული განვითარების შესაჩერებლად, საჭიროა დღეში 30-50 ათასი აცრა ჩატარდეს.

თითქმის ორი თვეა თითქმის ყოველდღე იმართება ხალხმრავალი აქციები. ეს პერმანენტული აქციები იმართება და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო. არც ჩანს, რომ ახლო მომავალში აქციებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ. ერთადერთი შედეგი, რაც აქციებით დაიდო, ეს არის კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის კატასტროფული ზრდა. ეს ეხება ორივე მხარს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად“

Cesko