„სისულელე ნამდვილი… კაცმა აბსოლუტურად სხვა რამე თქვა“ – ვოლსკი ივანიშვილის სიტყვებზე

November 22, 06:28
0
54

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა. „კრედიტ სვისისა“ (Credit Suisse) და ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავის პროცესიდან ყოფილი პრემიერის ჩვენება გასაჯაროვდა.

„ხომ ხედავთ ან რა გამოსვლებია, ან რა საუბრებია, ან რა წარბის აწევა და რა თემებზე მიდის საუბარი. ბიძინა ივანიშვილის ჩვენებაზე ღარიბაშვილთან დაკავშირებით… სისულელე ნამდვილი. კაცმა აბსოლუტურად სხვა რამე თქვა და აქ ეგ კი არაა მთავარი თემა… ეტყობა ვიღაცა ჭკვიანი ჰყავთ და კარნახობს, რომ აქ მთავარია ის რომ ინფორმაციამ გამოჟონა და ჩაუვარდა ამ „ნაცმოძრაობის“ პიარ სამსახურს, ამ ტელევიზიას სხვანაირად ვერ მოვიხსენიებ,“- განაცხადა ვოლსკიმ.

Cesko