„იქნებ ყველა ჯალათი და მოძალადე გაგვენთავისუფლებინა?! – მათი ნაწამები ხალხი დაიღუპნენ, ესენიც დავღუპოთ?- გიორგი გამსახურდია

November 21, 18:52
0
170

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებას „პატიმარი სააკაშვილი იქნებ გავანთავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„იქნებ გაგვენთავისუფლებინა ყველა ჯალათი და მოძალადე, რა მოხდა, ახლა, რაღაცა შეეშალათ, მაგათი ჯდომით ხომ არაფერი არ გამოსწორდება, მათი ნაწამები ხალხი დაიღუპნენ, ესენიც დავღუპოთ? ვინმე ყიფშიძევ, ალბათ, მეტი გონიერება გმართებთ, თუმცა ჯალათების თეთრხალათიან ვექილს, რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა…“, – წერს გიორგი გამსახურდია.

Cesko