ნუ ეშინია “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში გადასვლის – პაატა ბურჭულაძე

November 21, 13:43
0
69

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ახლა მთავარია მას სამართლიანი სასამართლოს უფლება მიეცეს.

პაატა ბურჭულაძე “ქართული ოცნების” პერსპექტივებზეც საუბრობს და ამბობს, რომ შეუძლებელია, ერთი ხელისუფლება მუდმივად იყოს მთავრობაში.

“ყველაზე მთავარია, ჩატარდეს სამართლიანი სასამართლო, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება. ნუ ეშინია “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში გადასვლის, უნდა გადავიდეს წყნარად. დღეს ვინც არის მთავრობაში, არც ერთი არ ყოფილან ოპოზიციაში, ჰგონიათ, რომ მოვიდნენ დასხდნენ მთავრობაში ასე იქნებიან მთავრობაში მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასე არ არის ბატონებო. მოხვედით, ვერ გაამართლეთ, ხალხმა გადაგირჩიათ”,- ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ცნობისთვის, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება. ხელისუფლების ოპონენტები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაიცვან საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები და მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის უფლება.

უცვლელ მოთხოვნად რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც. ოპოზიციის ლიდერები კონსულტაციებს ხვალიდან განაახლებენ.

Cesko