რა „ჩემი”, რის „ჩემი“, შე მართლა „შეჩემა“ – ნიკოლაძე სააკაშვილს

November 21, 13:04
0
1914

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხზე გააკეთა, ეხმაურება.

“ჩემი აშენებული”, “ჩემი დაგებული”, “ჩემი გაყვანილი” ბოლოს გადაიზარდა “ჩემი სახელმწიფო”, “ჩემი შპს”-ში, სხვას კი არაფერს ვემსხვერპლეთ, ბავშვურ კომპლექსებს, აკვიატებებს, სნეულ მიდრეკილებებს.

ასეთი ინფანტილური ფსიქიკის ადამიანის გაიდიალება-მხარდაჭერა საზოგადოებისთვის სახიფათოა, ინდივიდებისთვის კი ცოტა უხერხული.

რა “ჩემი”, რის” ჩემი”, შე მართლა “შეჩემა”,- წერს მირიან ნიკოლაძე.

Cesko