„ღამე გამეღვიძება ხოლმე, კი არ ვტირი, ვბღავი… კარს ვხურავ, რომ არავინ გაიგოს”, – სულხან მოლაშვილის მამა დღესაც მძიმე მდგომარეობაშია

November 21, 07:38
0
110

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი გარდაცვლილი შვილის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, თავის დროზე სულხან მოლაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ ხმა არ ამოუღიათ.

„ღამე გამეღვიძება ხოლმე, კი არ ვტირი, ვბღავივარ… კარს ვხურავ, რომ არავინ გაიგოს. სულხანი ნელი სიკვდილით მომიკლეს. ჩემი შვილი დააპატიმრეს, აწამეს და რა არ გაუკეთეს. აი, მას, ვინც ახლა იძახის, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი, მაშინ უთქვამს, რომ პოლიტპატიმარი იყო სულხან მოლაშვილი? მით უმეტეს, როდესაც სტრასბურგმა ოთხი პუნქტით თავზე გადაახია ჩვენს მთავრობას მათი ნამოქმედარი და მიუთითა, რომ ადექით და ახლიდან გამოიძიეთ საქმეო.

მე ბატონ ანზორ მელიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც დიდებულ პიროვნებას, ღმერთმა კარგად ამყოფოს მისი შვილი ნიკანორ მელია, მაგრამ მე რომ ნიკანორ მელია მოვკლა, სიტყვის მასალად ვამბობ, პოლიტპატიმარი ვიქნები?“ – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

Cesko