საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება.
მისი თქმით, სააკაშვილს ციხის გარეთ მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს.
“კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთი ავადმყოფისთვის. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იქნება ეს – ერთი თვე, ორი თვე, სამი, თვე ოთხი თვე – მის რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს საკმაო ხანი. ამიტომ, ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ.
მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების – თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ, მე შემომაქვს ასეთი კითხვა – იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად”, – განაცხადა ყიფშიძემ.
ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი იმყოფება.