ივანიშვილი: ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი

November 20, 22:40
0
10 views

შაბათის ფორმულა პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოს შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse Group AG-ს წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს.

ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა.

“ერთ პატარა რემარკს გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად, ასისტენტებზე კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ Credit Suisse მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი. აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, ვთქვათ, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასე, მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ”, – ამბობს ივანიშვილი.

კითხვაზე მდივანივით გყავდათ ღარიბაშვილი? – ივანიშვილი პასუხობს: რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება.

Cesko