“დედა, ხატია და მე გამოვჯანმრთელდით… მამას სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სოციალურ ქსელში არ შევდივართ” – რას წერს ხატია ბუნიათიშვილის და?

November 20, 22:36
0
3 views

ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი გა­სუ­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი იყო. საქ­მე იმა­შია, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, რაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი შიმ­ში­ლობ­და პი­ა­ნის­ტის მხრი­დან არ­ცერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი მე­სი­ჯი და ვი­დეო არ გვი­ნა­ხავს.

მი­თუ­მე­ტეს, რომ ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადას­ტუ­რებ­და.

რო­გორც ჩანს, ამ ფაქ­ტმა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხა და ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე კო­მენ­ტა­რებ­ში მო­უ­წო­დეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რე­ბი “ფე­ის­ბუქგ­ვერ­ზე” მო­მენ­ტა­ლუ­რად იშ­ლე­ბო­და და მომ­ხმა­რებ­ლებს ბლო­კავ­დნენ.

ცოტა ხნის წინ პი­ა­ნის­ტის დამ გვან­ცა ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუქ­ზე” პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ შე­მო­დი­ოდ­ნენ.

ამის მი­ზე­ზად კი ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ ოჯახ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, ხოლო მამა კო­ვიდს ამ წუ­თებ­შიც ებ­რძვის.

“ამ პე­რი­ოდ­ში ჩვენ არ შევ­დი­ვართ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ხა­ტი­ას, ისე­ვე რო­გორც დე­დას, მა­მას და მე გვქონ­და კო­რო­ნა. დედა, ხა­ტია და მე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დით. ეხლა მამა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და მისი სი­ცო­ცხლის­თვის ვიბ­რძვით.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გუ­ლით გა­მო­ჯან­მრე­ლე­ბას უსურ­ვებს და პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნის” – წერს ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი.

Cesko